კეზერაშვილის მოადგილე გელოვანმა მითხრა, თუ დღეს ღამის 11 საათამდე არ გექნება დაწერილი განცხადება, შენთან ერთად მეც დამაპატიმრებს და ამის გამკეთებელიაო – ასეთი თავხედობა როგორ გყოფნის, ხომ იცი, ა ამ საკითხით დაინტერესებულიო

კეზერაშვილის მოადგილე გელოვანმა მითხრა, თუ დღეს ღამის 11 საათამდე არ გექნება დაწერილი განცხადება, შენთან ერთად მეც დამაპატიმრებს და ამის გამკეთებელიაო – ასეთი თავხედობა როგორ გყოფნის, ხომ იცი, ა ამ საკითხით დაინტერესებულიო
შემოვიდა გელოვანი, კეზერაშვილის მოადგილე ვარო – ასე გამეცნო. რა ქნა, დაწერა გაცხადებაო და იმათ რომ უთხრეს, არა, თავს იკავებსო, ამაზე აღშფოთდა და უთხრა, ახლავე მოხსენით საათი ხელიდან, წაართვით ტელეფონი და მომთხოვა, გვერდზე ოთახში გავყოლოდი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა, რამაზ ახვლედიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მის საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის იძულებით დათმობის საქმე განიხილება.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ფინანსური პოლიციის იმდროინდელი უფროსის, დავით კეზერაშვილის მოადგილემ, მერაბ გელოვანმა განუცხადა, რომ თუ ღამის 11 საათამდე ქონებას არ დათმობდა, ბიზნესმენთან ერთად, კეზერაშვილი თავად გელოვანსაც დააპატიმრებდა. ასევე, ბიზნესმენის თქმით, გელოვანი აცხადებდა, რომ ამ საქმით მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული და ახვლედიანს შეწინააღმდეგება არ უნდა გაებედა.
„გამომძიებელმა ჩოხელმა დამკითხა და დაკითხვა გაგრძელდა 3-4 საათი, სადაც შიგადაშიგ იყო იმაზე ლაპარაკი, რომ უკვე გამადებთ ეტაპისთვის, ამიტომ, სანამ რაღაცა იქნება, აუცილებლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ისე მოხდა, რომ შევედი იმ დღეს, რატომღაც არც ტელეფონი გამომართვეს, საათიც ხელზე მეკეთა, ეტყობა ძალიან ეჩქარებოდათ. დაცვამაც აღარ შემამოწმა, იმდენჯერ შევდიოდი და გამოვდიოდი, თანამშრომელი თუ ვეგონე ალბათ. შემოვიდა გელოვანი, კეზერაშვილის მოადგილე ვარო – ასე გამეცნო. რა ქნა, დაწერა გაცხადებაო და იმათ რომ უთხრეს, არა, თავს იკავებსო, ამაზე აღშფოთდა და უთხრა, ახლავე მოხსენით საათი ხელიდან, წაართვით ტელეფონი და მომთხოვა, გვერდზე ოთახში გავყოლოდი.
ვიფიქრე, ალბათ დასაპატიმრებლად, რა თქმა უნდა, დავემორჩილე, მოვიხსენი საათი, ტელეფონიც გადავეცი და გავყევი. აღმოჩნდა, რომ იქ უკვე ჰყავდათ დაბარებული ქალაქის ყოფილი არქიტექტორი დავით ახვლედიანი, რომელსაც იმ პერიოდში თავისთავად, ქალაქის არქიტექტორი იყო და ხელი ჰქონდა მოწერილი რაღაც დოკუმენტებზე. ახალი გამოსული იყო ციხიდან და მითხრეს, უყურე ამ კაცს, ამას აქედანვე ციხეში დავაბრუნებთო, ჩამომითვალეს და მაჩვენეს ჩემი ოჯახის წევრების სია. ეს რამდენიმე არ იყო, რამდენიმე ათეული კაცი იყო, ან სად შეისწავლეს ასე კარგად – ბავშვობის მეგობრიდან დაწყებული, ნათესავები – ყველას დავაპატიმრებთ, მერე შენ წახვალ ციხეში და აუხსენი ამ ხალხს, „რატომ ზის ამ დანგრეული აბანოსთვის და დამშრალი ლისის ტბისთვის“. შეეწირნენ და შეეწირებიანო და ხომ იცით, ამის გამკეთებლები ვართო.
თან, [გელოვანმა] მითხრა, კეზერაშვილმა ისიც მითხრა, რომ თუ დღეს ღამის 11 საათამდე არ გექნება დაწერილი განცხადება, შენთან ერთად მეც დამაპატიმრებს და არ მაქვს სურვილი, შენ ხომ იცი, რომ ამის გამკეთებელიაო. ამიტომ, მირჩევნია და ყველაფერს გავაკეთებ, შენ ეს განცხადება რომ დაწეროო. ასეთი ბრძანებაა გაცემული, ისედაც ძალიან გაჭიანურდაო, ასეთი თავხედობა როგორ გყოფნის, შენ ხომ იცი, მიხეილ სააკაშვილია ამ საკითხით დაინტერესებული, კეზერაშვილს დაავალა და ასეთი რამ ჩვენთვის არავის გაუბედავსო. რახან კარგად გექცეოდითო – კარგად მოქცევას ეძახდნენ იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მცემდნენ, მაგრამ სტრესი მქონდა ფსიქოლოგიური, მით უმეტეს, ბავშვები მყავდა, გოგონები 13 და 15 წლის, იმათზე გადაკვრით საუბარი, პირდაპირ ხომ არ მეტყოდნენ, ცოლი გყავს, ჭკუაზე მოდი და ა.შ.“ – განაცხადა რამაზ ახვლედიანმა.
Previous: ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას, ის უკვე არის დისკრედიტირებული ვინაიდან, როგორც აქ მოსმენილი ფაქტებით ირკვევა, ბატონი მამუკა და „“ ბანკი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გარკვეული ტიპის ხელის ბიჭები იყვნენ

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა