“კეზერამ და მისმა მინიონებმა, მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩ**სვარეს…” – რას წერს

ჟურნალისტი და პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს მის მიმართ ცილისწამებლური კამპანიის წამოწყების შესახებ: “კეზერამ და მისმა მინიონებმა – მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს”.

“კეზერამ და მისმა მინიონებმა – მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს, რომ მე “ქართული ოცნება” მაფინანსებს. (ფულის გარეშე ისინი ხომ არარაობები არიან და ვერ ხვდებიან, როგორ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, მხარდამჭერთა მცირე შემოწირულობებით – უკიდეგანოდ უნიჭო ხალხია.) ამიტომ, “ქართულ ოცნებასთან” შეკვრას მაბრალებენ. კარგად მომისმინეთ: მაგ სიმართლით იაროს კეზერამ, მისმა ოჯახმა, მისმა საყვარელმა ადამიანებმა, მისმა სამეგობრომ (თუ შერჩა ვინმე მწველავების გარდა), ყველამ, სულ ყველამ ვინც უყვარს. ყველა ცილისწამება დაგიბრუნდებათ უკან. ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილს დაუბრუნდა” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება