კევინ დე ბრუინი ბელგიის ფეხბურთის დიდების ხეივანში შეიყვანეს

ბელგიის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ბელგიის ფეხბურთის დიდების ხეივანში შეიყვანეს.
“გილოცავ, კაპიტანო”, – წერს ბელგიის ნაკრების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში.
დე ბრუინს ბელგიის ნაკრების ფორმა 105 შეხვედრაში აქვს მორგებული, სადაც 28 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2010 წელს შედგა.