კახური დერბი “თელავმა” მოიგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეექვსე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. “თელავმა” საგარეჯოს “გარეჯს” უმასპინძლა და 1:0 მოიგო.
თელავი 1:0 გარეჯი
ამ საუკუნეში პირველად მოხდა, რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კახური დერბი გაიმართა.
“თელავი”-“გარეჯის” დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა და საბოლოოდ მასპინძლებმა გაიმარჯვეს: 81-ე წუთზე ფირუზ გაბიტაშვილმა მარცხნიდან ჩააწოდა და ჯადული იობაშვილმა ნახტომში თავურით გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე “გარეჯის” ფორვარდ გიორგი გოგოლაშვილს არ გაუმართლა, ახლოდან ააცილა ბურთი კარს.
“თელავს” 10 ქულა მოუგროვდა და მეხუთე ადგილზეა. “გარეჯი” კი მეშვიდეა 4 ქულით.
erovnuliliga.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში