კახი კალაძემ 2025 წელს ოთხი მანქანა იყიდა და ხუთი გაყიდა – სტუდია მონიტორი

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ 2025 წელს ოთხი მანქანა იყიდა და ხუთი გაყიდა.
“კახა კალაძემ 2025 წელს $294,900 და €135,313 ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა, რომლებიც მალევე გაყიდა.
200,000 დოლარად ნაყიდი FERRARI 296 GTB დედაქალაქის მერმა ყიდვიდან 20 დღეში იმავე ფასად გაყიდა;
94,900 დოლარად შეძენილი LAND ROVER DEFENDER კი ყიდვიდან 10 დღეში გაასხვისა, ასევე, იმავე ფასად;
41,750 ევროდ ნაყიდი MINI JCW კალაძემ ყიდვიდან 4 თვეში გაყიდა 36,750 ევროდ;
93,563 ევროდ ნაყიდი BMW M4 მერის ცოლმა ყიდვიდან 11 თვეში 74,000 ევროდ გაყიდა.
კიდევ ერთი მანქანა – MERCEDES-BENZ AMG კალაძემ 2024 წლის სექტემბერში იყიდა 150,000 დოლარად; ყიდვიდან 6 თვეში კი ეს მანქანა მან 200,000 აშშ დოლარად გაყიდა.
მთლიანობაში, 2025 წელს თბილისის მერმა მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით მიიღო $494,900 და €110,750.” – წერია სტუდია მონიტორის გავრცელებულ ცნობაში.