კახი კავსაძის შვილიშვილი დაინიშნა – რა ფოტოებს აქვეყნებენ ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე – Marao

კახი კავსაძის შვილიშვილი დაინიშნა – რა ფოტოებს აქვეყნებენ ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე – Marao
ირინკა კავსაძის გვარი, ალბათ, უკვე ბევრს ამბობს. ის ცნობილი ბაბუის, კახი კავსაძისა და ასევე ქართული კინოს ლეგენდის, უმშვენიერესი ბელა მირიანაშვილის შვილიშვილია. კავსაძეების ოჯახის ხელოვნების სფეროსთან სიახლოვე ამ დიდი არტისტების გამო გასაკვირი არ არის და გამონაკლისი არც ირინკაა. ირინკას პროფესიულ არჩევანსა და ცხოვრებაზე მისი მამიდა, ნანუკა ხუსკივაძე საუბრობს:
“ირინ­კა მსა­ხი­ო­ბე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ხში­რად ხდე­ბა, რომ ასეთ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ირ­ჩე­ვენ. მარ­თლაც გან­სხვა­ვე­ბულ ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ი­ზარ­და. გარ­და ამი­სა, მის შემ­თხვე­ვა­ში, არის გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რიც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რაც რე­ა­ლუ­რად მარ­თლაც არ­სე­ბობს. ამ ბავ­შვში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ფეს­ვე­ბი შო­რი­დან მო­დის. მისი პა­პის მამა გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი ლოტ­ბა­რი სან­დრო კავ­სა­ძე გახ­ლდათ. და­თაშ­კა კავ­სა­ძე (ასე­ვე ლოტ­ბა­რი) კი – პა­პის მამა. კა­ხო­ზე (კახი კავ­სა­ძე, – ავტ.) არა­ფერს ვამ­ბობ, ბე­ბი­ის, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან ფეს­ვებ­ზე – ბე­ლას მამა ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა…
მოკ­ლედ, ირინ­კას გე­ნე­ტი­კა არ­ტის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბით და­ხუნ­ძუ­ლია, მაგ­რამ მას არა მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რად აქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი, თვი­თონ პი­როვ­ნუ­ლად არის სა­ოც­რად მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მშრო­მე­ლი და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა. ხან­და­ხან გვა­ო­ცებს იმით, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. არა­ნორ­მა­ლუ­რად უყ­ვარს თა­ვი­სი არ­ჩე­უ­ლი გზა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კარ­გია, რომ ასე გა­მოს­დის ეს. ამას­თან, სა­შინ­ლად შრო­მის­მოყ­ვა­რეა” – ამბობდა ის.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირინკა კავსაძე შეყვარებულია. მისი რჩეული მსახიობი გიორგი ტაბიძეა. გიორგი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” გაიცნო.
ამჯერად წყვილი მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ისინი დაინიშნნენ. გიორგიმ და ირინკამ უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღეს.