კახეთში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ცნობილია, რომ გასროლა ერთ-ერთმა მეგობარმა სანადირო თოფიდან განახორციელა.
დაშავებულები თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს. მათ სხეულის არეში სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმის შეფასებით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ავტორი: ია გულიაშვილი