კახეთში, სოფელ ფშავლის მთებში, ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის მიმდებარედ, მთაში, ხანძარია – ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ იწვის ტყის ქვედა საფარი.
„ხანძარი რა ფართობზეა გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლი სოფელ ფშავლის მთაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.
რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები