კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან მევენახეები აქციას მართავენ

კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან მევენახეები აქციას მართავენ.
სოფელ ბაკურციხესთან ასამდე ფერმერი შეიკრიბა, რომლებიც ყურძნის ფასის მომატებას ითხოვენ.
აქციაზე ძირითადად იმყოფებიან სოფელ საბათლო-ფიროსმანის და სამთაწყაროს მოსახლეობა, სადაც ყურძნის პირველი მოსავალი იკრიფება.
მათი თქმით, ერთ კილოგრამ ყურძენში იმდენად დაბალი ფასს უხდიან, რომ ვენახის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.
ფერმერები ითხოვენ ადგილზე ჩამოვიდეს პასუხისმგებელი პირი, ვისაც ფასის ზრდაზე და არსებულ ვითარებაზე დაელაპარაკებიან.
„შევიკრიბეთ იმიტომ, რომ სასაცილო ფასია, რასაც კილოგრამში გვიხდიან. რა ხარჯებსაც გავცემთ მოსავლის მოსაყვანად, იმასაც ვერ ანაზღაურებს ეს ფასი. ბანკის ვალები გვაქვს, ძირითადად, ამ საქმიანობით ვარჩენთ ოჯახებს. დღეს ვმართავთ მშვიდობიან აქციას და ვითხოვთ ადგილზე ჩამოვიდეს ხელისუფლების წარმომადგენელი, ვინც პასუხს გაგვცემს, ვისაც დაველაპარაკებით”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციაა მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ვინმეს დაზიანება რომ მდომოდა, მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი – აღტაცებული ვარ მანდატურით, ვენაცვალე კაცობაში, ტკიპასავით რომ მომეწება, ვერაფრით მოვიშორე, ყოჩაღ! ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია