კახეთში კოღოს საწინაამდეგოდ 4 000 ჰა ფართობი დამუშავდა – სეს

კახეთში კოღოს საწინააღმდეგოდ 4 000 ჰექტარი ფართობი დამუშავდა – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობის განკარგულების (N1016) საფუძველზე, კახეთის რეგიონში ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან (კოღო) ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ტერიტორიებს, სადაც უხვი ნალექის გამო კოღოს რაოდენობის მკვეთრი ზრდა აღინიშნება, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.
ღონისძიებები გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, თელავის, ყვარლის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 4 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია უკვე დამუშავებულია. შეწამვლის სამუშაოები დაგეგმილია 16 ათასამდე ჰექტარზე”, – ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.