კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი მოკლა

კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. კაცი შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა. სავარაუდო მკვლელი ადგილიდან მიიმალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლი დაჭრა, რის შემდეგაც, ცეცხლსასროლი იარაღიდან, მის მეუღლეს რამდენჯერმე ესროლა. 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ქალს, საგარეჯოს “ჯეო-ჰოსპიტალსში”, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, მძიმეა.
რა გახდა დანაშაული ჩადენის მიზეზი, სოფელში არ საუბრობენ.
შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი – სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, პარლამენტიც არალეგიტიმურია – მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს