კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით 8 მერს და საკრებულოს წევრებს ირჩევენ. უბნებზე ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო. თელავის #17 ოლქში სულ 43 საარჩევნო უბანი და 54 949 ამომრჩეველია, აქედან 10-ში ტრადიციული, ხოლო 33-ში ელექტრონული სისტემით არის შესაძლებელი ხმის მიცემა.
კახეთში სულ სამი პარტიის – „ქართული ოცნების“, „ძლიერი საქართველო – ლელოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატები არიან რეგისტრირებული.
