კახა ჯაფარიძე: მძიმე კადრებია. ბოლო შეფასებებით, ისლამურმა რეჟიმმა მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში 3000-ზე მეტი ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილე მოკლა (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
მძიმე კადრებია.
ბოლო შეფასებებით, ისლამურმა რეჟიმმა მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში 3000-ზე მეტი ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილე მოკლა.
იცით, რომ ინფორმაცია ირანიდან საკმაოდ რთულად, ფაქტობრივად წვეთ-წვეთად გამოდის, რადგან რეჟიმს ინტერნეტი ჩახშობილი აქვს და ტოტალური საინფორმაციო ბლოკადაა.
ჩემი პირადი აზრით მსხვერპლი ძალიან დიდია. სხვადასხვა ქართული თუ უცხოური წყარო რომ ამბობს, 100-მდე კაცია მკვდარიო, ეს სამწუხაროდ რეალობას მოკლებულია.

იმ ინტენსივობისა და სისასტიკის გათვალისწინებით, რა შეტაკებებიც მიდიოდა (სადაც რეჟიმი სამხედრო კალიბრის იარაღს იყენებს), მსხვერპლი, სამწუხაროდ, ბევრად უფრო მასშტაბური იქნება.