კახა ჯაფარიძე: ამ კადრებში არ არის ტურისტული ნაკადი, ეს დემოგრაფიული კატასტროფაა (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
ეს არის გუშინდელი, ახალი წლის ღამის კადრები.
ქსენოფობიურად გამომდის? კი ბატონო, ვისაც უნდა, მასე ჩათვალოს, მაგრამ თუ ამ კადრებში ქვეყნის ეგზისტენციალურ პრობლემას ვერ ხედავთ, სამწუხაროდ, პრობლემა თქვენს თავში ეძიეთ და საკუთარ თავს დაუსვით კითხვა, რეალურად, როგორი ქვეყანა გინდათ რომ გქონდეთ?
საუბარი არ არის ემიგრაციის მოსპობაზე და ტურისტის აკრძალვაზე, ეს ბუნებრივად ვერ და არც უნდა მოხდეს, რადგან საქართველო პლანეტა დედამიწის ნაწილია.
საუბარია კონტროლზე და სახელმწიფო ინტერესზე.
საუბარია იმაზე, რომ ჩემს ქვეყანაში მასპინძელი ერი, ქართველები იჩაგრებიან, ხოლო ჩამოსულ მასას (იქნება ეს პაკისტანელი, ინდოელი, ჩეჩენი, არაბი, რუსი თუ სხვა) უფრო მეტი ფაქტობრივი თავისუფლება და დაუსჯელობის გარანტია აქვს, ვიდრე ადგილობრივს.
ამ კადრებში არ არის ტურისტული ნაკადი, ეს დემოგრაფიული კატასტროფაა. სხვადასხვა რასისა და ეთნოსის ხალხის უწყვეტი კოლონაა, სადაც ქართველი სანთლით საძებარი იყო. გუშინ, თავისუფლება-რუსთაველზე, საკუთარ დედაქალაქში, ქართველი ოჯახი, ქართველი ბავშვები ფაქტობრივად ვერ ვნახე.
აი, ეს თავზე შემჯდარი ტიპები, ჩრდილო კავკასიელები (ჩეჩნები ან დაღესტნელები) არიან.
პოლიცია ამათ ვერ ან არ აკონტროლებს. პირიქით, ესენი დასცინიან პოლიციას, აიგნორებენ წესრიგს და სისტემა თითს არ აკარებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რის დანახვაზეც ნებისმიერი თავმოყვარე ქართველი გაღიზიანდება.
ასეთი საქართველო გვინდა?
ეს რა უბედურება გვჭირს? თუ სახელმწიფომ არ დაიბრუნა კონტროლი საზღვრებზე, შრომის ბაზარზე და დემოგრაფიულ პოლიტიკაზე, მართლა ისტორიული გადაგვარების და საკუთარ მიწაზე უმცირესობაში აღმოჩენის მომსწრენი გავხდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!