კახა ჯაფარიძე: ათასობით ქურთი ჩრდილოეთ ქურთისტანიდან (თურქეთის ტერიტორია) როჟავასკენ (სირიის ქურთისტანი) მიემართება. განრისხებული მასა აცხადებს, რომ როჟავა მარტო არ არის (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
ათასობით ქურთი ჩრდილოეთ ქურთისტანიდან (თურქეთის ტერიტორია) როჟავასკენ (სირიის ქურთისტანი) მიემართება. ისინი არღვევენ ხელოვნურ ბარიერებსა და დაწესებულ საზღვრებს, რათა დაიცვან თავიანთი და-ძმები. განრისხებული მასა აცხადებს, რომ როჟავა მარტო არ არის
მოკლედ და გასაგებად რომ ავხსნათ სიტუაცია
ათწლეულების განმავლობაში სირიას მართავდა ბაშარ ალ-ასადი – რუსეთისა და ირანის მთავარი მოკავშირე რეგიონში. 2024 წელს, ასადის რეჟიმი ჩამოიშალა. ასადი ქვეყნიდან გაიქცა (რუსეთში).
ასადის დამხობის შემდეგ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო დაჯგუფებამ, რომელსაც აჰმად ალ-შარაა მეთაურობს.
ის იყო ალ-ქაიდას ოფიციალური ფილიალის ლიდერი სირიაში.
ახლა ის ცდილობს დასავლეთს მოაჩვენოს, რომ „გამოსწორდა“ გაიპარსა წვერი, ჩაიცვა პიჯაკი და ამბობს, რომ დემოკრატია უნდა.
მისი მებრძოლები ისევ რადიკალი ჯიჰადისტები არიან, რომლებიც სჩადიან სისასტიკეს (თავის მოკვეთა, ქალების გატაცება). ბოლო დღეებში ვრცელდება X- ზე ვიდეოები სადაც ჯიჰადისტები ქურთ ქალებს კლავენ, თავებს კვეთენ და სექსუალურ მუშაკებად ჰყავთ.
ვინ არიან ქურთები (SDF)?
ქურთები არიან ეთნოსი, რომელიც სირიის ჩრდილოეთში (როჟავა) ცხოვრობს. ასევე თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ირანში და ერაყში. ამ შემთხვევაში სირიაში მცხოვრებმა ქურთებმა შექმნეს SDF (სირიის დემოკრატიული ძალები). არიან სეკულარულები (რელიგია და სახელმწიფო გამოყოფილია) და აქვთ სრული გენდერული თანასწორობა. მათ ჰყავთ ქალთა არმია (YPJ) სწორედ ამიტომ ჯიჰადისტები კლავენ ქალებს.
სწორედ SFD-მ დაამარცხა ISIS (ისლამური სახელმწიფო) სირიაში -ის დახმარებით. ISIS ითვლება ყველაზე რადიკალურად და სასტიკ ტერორისტულ დაჯგუდებად.
ასადის წასვლის შემდეგ, ალ-შარაას ჯიჰადისტებმა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა შეუტიეს ქურთებს. მათ სურთ ქურთული ავტონომიის გაუქმება და საკუთარი რადიკალური ისლამური წესების დამყარება.
ამერიკამ დაინახა, რომ ალ-შარაას ჯიჰადისტები საფრთხეს უქმნიან სტაბილურობას და შესაძლოა გაათავისუფლონ ISIS-ის პატიმრები, რომლებიც სირიის ჩღდილოეთით არიან ციხეებში.
-ის ჯარი შევიდა ქალაქ ჰასაკაში ქურთების დასაცავად.
რუსეთის მოკავშირე (ასადი) წავიდა, მაგრამ მის ადგილას მოვიდა რადიკალური ისლამისტური ძალა (ალ-შარაა), რომელიც ახლა ებრძვის დასავლეთის ერთგულ პარტნიორებს ქურთებს. აშშ ცდილობს, არ დაუშვას რეგიონის სრული ქაოსი და ISIS-ის დაბრუნება.