“კახა ცისკარიძესთან მისი ქორწინება ერთადერთი სხივია ამ ბნელ სამეფოში”

“ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნის სა­ი­დუმ­ლო ტკი­ვი­ლი: რა­ტომ მა­ლავს “Comedy Woman”-ის შემ­ქმნე­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბას?“ – ამ სა­თა­უ­რით, რუ­სუ­ლი ყვი­თე­ლი მე­დია, ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. ეს ის­ტო­რია რუ­სუ­ლი “Comedy Woman“-ის შემ­ქმნელ მსა­ხი­ო­ბებ­ზეა. ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა კი იმან მი­ი­პყრო, რომ მისი სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი გმი­რი, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია.

რუ­სუ­ლი იუ­მო­რის “რკი­ნის ლე­დის”, ფო­ლა­დის ნიღ­ბის მიღ­მა, იმა­ლე­ბა სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­საც ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნი სა­კუ­თარ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე უფრო გულ­მოდ­გი­ნედ იცავს. მან რუ­სეთს ქა­ლუ­რი იუ­მო­რის მთე­ლი ათწლე­უ­ლი აჩუ­ქა, მაგ­რამ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე თით­ქმის სი­ტყვაც არ დას­ცდე­ნია. რა აი­ძუ­ლებს ლე­გენ­და­რუ­ლი “Comedy Woman”-ის შემ­ქმნელს, და­მა­ლოს სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა – ან ტკი­ვი­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­გან?

სა­ი­დუმ­ლოს ფასი

მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბას მო­ნე­ტი­ზა­ცი­ას გა­უ­წი­ოს და რე­ა­ლით შოუდ აქ­ცი­ოს, ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ან­მა სხვა გზა აირ­ჩია. ეს არ­ჩე­ვა­ნი პა­რა­დოქ­სუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ქალი, რო­მელ­მაც კა­რი­ე­რა ქა­ლუ­რი არ­ქე­ტი­პე­ბის გა­შიშ­ვლე­ბა­სა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის და­ცინ­ვა­ზე ააგო, თა­ვად იქცა გა­მო­ცა­ნად. მისი სი­ჩუ­მე იმ­დე­ნად და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ნა­ტა­ლი­ას გარ­შე­მო დღემ­დე უამ­რა­ვი ჭორი, ვა­რა­უ­დი და დრა­მა­ტუ­ლი თე­ო­რი­ე­ბის ტალ­ღა იყ­რის თავს, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხარ­ბად, ჩურ­ჩუ­ლით გა­ნი­ხი­ლავს.

სი­ჩუ­მის კე­დე­ლი: რა­ტომ არის ჩრდილ­ში “კო­მე­დი ვუ­მე­ნის” შემ­ქმნე­ლი

კავ­კა­სი­უ­რი ფეს­ვე­ბის მქო­ნე გო­გო­ნა, მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბით და ამო­უ­წუ­რა­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბით – ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნი მა­მა­კა­ცუ­რი “კა­ვე­ე­ნის” სამ­ყა­რო­ში შე­იჭ­რა და არა მხო­ლოდ გა­დარ­ჩა, არა­მედ მისი წე­სე­ბი შეც­ვა­ლა. ის იყო გუნდ “მე­გა­პო­ლი­სის” ტვი­ნი, შემ­დეგ კი რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა და შექ­მნა პრო­ექ­ტი, რომ­ლის ანა­ლო­გი არ არ­სე­ბობ­და – “Comedy Woman”. შოუ ფე­ნო­მე­ნად იქცა. ეპ­რი­კი­ან­მა არა მხო­ლოდ ნი­ჭი­ერ კო­მე­დი­ანტ ქა­ლებს მის­ცა სცე­ნა, არა­მედ შექ­მნა ბრენ­დი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ლო­სა­ლუ­რი რე­ი­ტინ­გე­ბი და შე­მო­სავ­ლე­ბი მოჰ­ქონ­და.

სწო­რედ ამ დი­დე­ბის მწვერ­ვალ­ზე და­ი­წყო მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გარ­შე­მო კედ­ლის შე­ნე­ბა, რო­მე­ლიც სულ უფრო მა­ღა­ლი და სქე­ლი ხდე­ბო­და. სა­ნამ მისი კლუ­ბის გო­გო­ნე­ბი თხოვ­დე­ბოდ­ნენ, შვი­ლე­ბი უჩ­ნდე­ბო­დათ და გლა­მუ­რულ ჟურ­ნა­ლებ­ში დე­ტა­ლებს აზი­ა­რებ­დნენ, ეპ­რი­კი­ა­ნი კადრს მიღ­მა რჩე­ბო­და. მისი სა­ჯა­რო იმი­ჯი – მკაც­რი, მომ­თხოვ­ნი პრო­დი­უ­სე­რი მუქ სათ­ვა­ლე­ებ­ში – იმ­დე­ნად შე­ე­ზარ­და მის პი­როვ­ნე­ბას, რომ მე­დი­ის­თვის ეს მისი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ შე­საძ­ლო სი­მარ­თლედ მო­ჩან­და.

“ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს ოჯახს ეხე­ბა, ტა­ბუა”

იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თავ­დაც­ვი­თი ზღუ­დის გარ­ღვე­ვას ახერ­ხებ­დნენ და პი­რად კი­თხვას უს­ვამ­დნენ, ის ან ხუმ­რო­ბით პა­სუ­ხობ­და, ან ცი­ვად წყვეტ­და მათ­თან სა­უ­ბარს. ამ სტრა­ტე­გი­ამ ვა­კუ­უ­მი შექ­მნა მის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­კუ­თა­რი სცე­ნა­რე­ბით და­ი­წყო შევ­სე­ბა. რა­ტომ არის მარ­ტო? იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც გული ატ­კი­ნა? ან იქ­ნებ, კა­რი­ე­რის გამო თქვა პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე უარი?

ქარ­თვე­ლი ქმა­რი-მოჩ­ვე­ნე­ბა და წარ­მა­ტე­ბის ფასი

“ერ­თა­დერ­თი მი­ნიშ­ნე­ბა, ერ­თა­დერ­თი სი­ნათ­ლის სხი­ვი ამ ბნელ სა­მე­ფო­ში – მისი ქორ­წი­ნე­ბაა ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერ­თან და მუ­სი­კოს­თან, კა­ხა­ბერ ცის­კა­რი­ძეს­თან” – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ამ წყვი­ლის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი. ერ­თმა­ნე­თი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, “კა­ვე­ე­ნის” პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნეს. და­ქორ­წინ­დნენ და ამით სა­ჯა­რო ნა­წი­ლი მთავ­რდე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცის­კა­რი­ძე მის ქმრად ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ამ­ბობს დარ­წმუ­ნე­ბით, არი­ან თუ არა ისი­ნი დღემ­დე ერ­თად.

პე­რი­ო­დუ­ლად პრე­სა­ში მათი გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი ვრცელ­დე­ბო­და. წერ­დნენ, რომ წყვი­ლი დიდი ხა­ნია და­შო­რე­ბუ­ლია, ხოლო პას­პორ­ტში ბე­ჭე­დი ფორ­მა­ლო­ბად დარ­ჩა. ამ­ბობ­დნენ, რომ და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ნა­ტა­ლი­ას მო­უც­ლე­ლო­ბა იყო იყო, მისი სრუ­ლი ჩა­ძირ­ვა მუ­შა­ო­ბა­ში, რა­მაც ოჯა­ხის­თვის ად­გი­ლი არ და­ტო­ვა. მაგ­რამ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად ამ თე­მა­ზე ეპ­რი­კი­ანს არა­სო­დეს უსა­უბ­რია.

მისი ქმა­რი რჩე­ბო­და უხი­ლავ ადა­მი­ა­ნად, თით­ქმის მი­თურ ფი­გუ­რად. ეს მხო­ლოდ ნავთს ას­ხამ­და ცე­ცხლზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ჯე­რა, რომ ეს არის ის­ტო­რია ქალ­ზე, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წია, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი და­კარ­გა.

კი­დევ ერთი მტკივ­ნე­უ­ლი თემა ნა­ტა­ლი­ას­თვის შვი­ლის თე­მაა. იყო ეს მისი შეგ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი კა­რი­ე­რის სა­სარ­გებ­ლოდ? თუ ამის უკან პი­რა­დი დრა­მა დგას, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ის არა­სო­დეს მოჰ­ყვე­ბა? – ჩვენ არ ვი­ცით. და სწო­რედ ეს არ­ცოდ­ნა აი­ძუ­ლებს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს თა­ნა­უგ­რძნოს მას, თვი­თონ­ვე და­ას­რუ­ლონ ის­ტო­რია არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი დე­დო­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვალ­ზე მარ­ტო­ო­ბის შე­სა­ხებ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ეპ­რი­კი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­ტა­რა ბავ­შვთან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნებს, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჭო­რის ახა­ლი ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. ფა­ნე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ: “ეს თქვე­ნი შვი­ლია?” მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად ნა­ტა­ლი­ამ აღი­ა­რა, რომ ეს მისი ძმის, გა­რი­კის ქა­ლიშ­ვი­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კვლავ ეჭ­ვობს, რომ შე­საძ­ლოა, არ­ტის­ტი დე­დო­ბა­საც ისე­ვე მა­ლავს, რო­გორც თა­ვის ქმარს, და რომ ეს პა­ტა­რა სწო­რედ ის და­მა­ლუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ვინ უნდა იცო­დეს.

გა­რე­მოც­ვის რე­აქ­ცია: კორ­პო­რა­ცი­უ­ლი დუ­მი­ლის წრე

სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ სა­ი­დუმ­ლოს ფარ­დას ეპ­რი­კი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე მისი კო­ლე­გე­ბიც ინარ­ჩუ­ნე­ბენ. “Comedy Woman”-ის გო­გო­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მას­თან ერ­თად ათწლე­ულ­ზე მეტი გა­ა­ტა­რეს, ყო­ველ­თვის გვერდს უვ­ლი­ან ამ თე­მას. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ისი­ნი ნა­ტა­ლი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რო­გორც გე­ნი­ა­ლურ პრო­დი­უ­სერ­ზე, მკაცრ ხელ­მძღვა­ნელ­ზე, “მე­ო­რე დე­და­ზე”, მაგ­რამ არა­სო­დეს – რო­გორც ქალ­ზე. ეს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ეთი­კა ან დუ­მი­ლის წრე მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებს გან­ცდას, რომ კუ­ლი­სებ­ში რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმა­ლე­ბა, რისი სა­ჯა­როდ გა­მო­ტა­ნაც არ შე­იძ­ლე­ბა.

“Comedy Woman”-ის და­ხურ­ვამ მის კლა­სი­კურ ფორ­მატ­ში ჭო­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. სა­უბ­რობ­დნენ ეპ­რი­კი­ა­ნის კონ­ფლიქ­ტებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ებ­თან, მის დიქ­ტა­ტო­რულ მარ­თვის სტილ­ზე, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ დაშ­ლა გა­მო­იწ­ვია. თა­ვად ნა­ტა­ლია ამას იმით ხსნი­და, რომ პრო­ექ­ტმა თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა და გა­დატ­ვირ­თვას სა­ჭი­რო­ებ­და. მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელ­მა ამა­ში პი­რა­დი დრა­მის ახა­ლი ეტა­პი და­ი­ნა­ხა: “რკი­ნის ლედი” მარ­ტო დარ­ჩა.

ემიგ­რა­ცია – რა­ტომ და­ტო­ვა “რკი­ნის ლე­დიმ” რუ­სე­თი?

2023 წლი­დან ეპ­რი­ქი­ა­ნი ძი­რი­თა­დად სომ­ხეთ­ში ცხოვ­რობს. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ობ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, რად­გან იქ თავს შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უფრო თა­ვი­სუფ­ლად გრძნობს, მა­შინ როცა რუ­სეთ­ში მისი თქმით, “გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი” მოხ­და.

ნა­ტა­ლია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სცე­ნა­რის­ტად სე­რი­ა­ლებ­ზე. მან სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით გა­და­ი­ღო სა­პი­ლო­ტე სე­რია იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უს­თვის, რო­მე­ლიც არ არის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი და და­სავ­ლელ მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი. ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს მის სრულ გარ­დაქ­მნას და რუ­სულ შოუ-ბიზ­ნეს­ზე უა­რის თქმას.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ