– შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას ეხება, მონაწილეობას არ ვიღებთ – 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვაშიც

იმ თემებზე შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას შეეხება, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ , – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იღებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ძლიერი საქართველოს“ ოფისში მიმდინარე საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა განიხილება.
კახა ქემოკლიძის განცხადებით, ის თვლის, რომ იმ შეხვედრებში მონაწილეობა, რომელიც მიტინგების ორგანიზებას შეეხება, აუცილებელი არ არის და ეს მათ არასდროს დაუმალავთ.
„არის შეხვედრები, სადაც ვმონაწილეობთ, არის შეხვედრები, სადაც არ ვმონაწილეობთ. იმ თემებზე შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას შეეხება, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ, ეს არც დაგვიმალავს არასდროს, ეს არ არის აუცილებელი და არც დიდ პრობლემად მიმაჩნია“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
კახა ქემოკლიძის განცხადებით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები, 25 ნოემბრის აქციას შეუერთდებიან და ამასთან, მონაწილეობას მიიღებენ მის დაგეგმვაშიც.
„არის აქციები, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ ისე, როგორც უნდა ვმონაწილეობდეთ და ასეთი აქციების დროს გარკვეული კოორდინაცია არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადაც სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ შეკრებას, მაინც და მაინც ამ ტიპის აქციების კოორდინაციაში და დაგეგმვაში უნდა ვიყოთ ჩართული. ეს ასე არ არის და არ იქნება.
მე არ ვიცი ოპოზიცია საბოლოო ჯამში რას გადაწყვეტს, მაგრამ 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, ცხადია მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვაშიც და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალიან ბევრი მომხრე იქ იდგება იმ კონკრეტულ დღეს და სხვადასხვა დროის მონაკვეთში“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ, როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა, უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმა უარყოფა დაიწყო – ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ევროპულ სტრუქტურებში კორუფცია არ იყოს – არსებობს ეჭვი, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფარულად ხდება საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება