– „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს აგვისტოს ომი, არამედ პოლიტიკური კრიზისიდან აქცენტების საგამოძიებო კომისიაზე გადატანა – გრიგოლ ვაშაძე კი უფრო „ქართული ოცნების“ ნაწილია, ვიდრე ოპოზიციის

ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე უფრო „ქართული ოცნების“ ნაწილია, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტიის, – ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მისვლას.
როგორც კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ასე „პირადი ინფორმაციის და ანალიტიკური ინსტინქტების“ საფუძველზე ფიქრობს.
„ჩემი ღრმა რწმენით, ბატონი ვაშაძე დღეის მოცემულობით ნამდვილად აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი. ვფიქრობ, ის უფრო “ქართული ოცნების“ ნაწილია, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტიის. ამას ვამბობ ჩემი პირადი ინფორმაციის და ანალიტიკური ინსტინქტების საფუძველზე.
ცალსახად რაც ვიცი, ბატონი ვაშაძე ნამდვილად არ წარმოადგენს ოპოზიციურ ფრთას. ჩემი აზრით, ის ბევრად უფრო ახლოს არის „ქართულ ოცნებასთან“, ვიდრე ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ეს მისი არჩევანია და აკეთებს იმას, რასაც აკეთებს“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
კახა ქემოკლიძის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს აგვისტოს ომი, არამედ მათ აინტერესებთ საინფორმაციო ველზე პოლიტიკური კრიზისიდან აქცენტების საგამოძიებო კომისიაზე გადატანა.
„ე.წ. საგამოძიებო კომისიამ შემოგვთავაზა ახალი საინფორმაციო დისკუსიის წარმოქმნის მცდელობა საქართველოში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოუვიდა კიდეც. მე არ მჯერა იმისა, რომ ამ ადამიანებს აინტერესებთ ან აგვისტოს ომი, ან აგვისტოს ომის რეალური გამოძიება, განსაკუთრებით სიღრმისეული ანალიზის დონეზე. ამ ადამიანებს, ჩემი აზრით, წარმოდგენა არ აქვთ არც კონფლიქტზე, არც კონფლიქტის გენეზისზე“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ