კახა ქემოკლიძე – ლევან იოსელიანი არის „ტროას ცხენი“ – ქართული საზოგადოების მოსატყუებლად და უცხოელების გონების ასაბნევად არჩევნების შემდეგ

ლევან იოსელიანი არის კლასიკური „ტროას ცხენი“, ჩანერგილი: ქართლი საზოგადოების მოსატყუებლად და უცხოელების გონების ასაბნევად ს შემდეგ პერიოდში , – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
კახა ქემოკლიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან „პირდაპირ ემუშავება“.
„ბატონ იოსელიანთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ინფორმაციები გვაქვს მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ის არის კლასიკური ტროას ცხენი, ჩანერგილი, ერთის მხრივ ქართლი საზოგადოების მოსატყუებლად და მეორეს მხრივ უცხოელების გონების ასაბნევად არჩევნების შემდეგ პერიოდში. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ ემუშავება ბატონ ლევან იოსელიანს. ეს არახალია და ეს არის ნამდვილად დიდი რისკი ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
კახა ქემოკლიძის თქმით, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველის კანდიდატად გაყვანა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი იყო და ამისთვის ბევრი იბრძოლეს.
„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი და საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც რა თქმა უნდა, ბაზირებულია კონკრეტულ ინფორმაციაზე, რომელიც გვაძლევს ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას. ჩვენ სხვებს არ ვგავართ, ჩვენ ჩვენს ავტორიტეტს, რეპუტაციას და ამავდროულად გაკეთებული განცხადების შინაარსს საკმაოდ კარგად ვზომავთ. დარწმუნებული ვართ ასი პროცენტით ამ კუთხით და ეს არ ახალია. ლევან იოსელიანის გაყვანა, როგორც კანდიდატად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ალბათ, იყო ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი ამ პარლამენტის, მათი სადეპუტატო გუნდის. მე ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს კარგად იცის. მისი კანდიდატურის გაყვანისთვის ძალიან ბევრი იბრძოლეს. რატომ სხვებმა, გაცილებით უფრო კომპეტენტურმა ადამიანებმა, ნეიტრალურებმა, სრულიად საქართველო რომ ენდობოდა, რატომ ის ადამიანები ვერ გავიდნენ? იმიტომ, რომ ის ადამიანები არ იყვნენ „ქართლი ოცნების“ მხრიდან მანიპულირებადები. ეს არის სწორედ მთავარი კრიტერიუმი და მათ შორის უცხოელებმაც ძალიან კარგად იციან მასთან არსებული კითხვის ნიშნები“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.