კახა ქემოკლიძე – გიორგი გახარია წინასაარჩევნო პერიოდში ხვდება ბევრ ადამიანს, ამაში გასაკვირი არაფერია – შალელაშვილის პარტიასთან ჩვენი გაერთიანების საკითხი არ მგონია, იდგეს

გიორგი გახარია ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხვდება ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, შესაბამისად, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რასაც აჟღერებენ, უბრალოდ აბსურდია – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის შოთა შალელაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, გახარიასა და შალელაშვილის პარტიების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„შეხვედრასთან დაკავშირებით ასეთი წვრილმანი დეტალები არ ვიცი, მაგრამ როგორც „იმედს“ უყვარს ხოლმე ღრმა კონსპირაციული თეორიების ბაზაზე აბსურდული მოსაზრებების აგება, ისეა ეგ ამბავი გამოტანილი, არაფერი მსგავსი არ ხდება. სურათის ინტერიერით ვცნობ, რომ, დიდი ალბათობით, ეგ არის „თბილისი მარიოტის“ ჰოლი, შესაბამისად, მანდ არაფერი კონსპირაციული არ არის და, რა თქმა უნდა, ეგ მოსაზრება, რომელსაც აჟღერებენ, უბრალოდ აბსურდია.
გიორგი გახარია ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხვდება ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, შესაბამისად, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. მის პარტიასთან ჩვენი გაერთიანების საკითხი არ მგონია, იდგეს“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
ცნობისთვის, „იმედმა“ გამოაქვეყნა გიორგი გახარიასა და შოთა შალელაშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტო. როგორც „ქრონიკა“ იუწყება, გახარია შალელაშვილს პარტიულ სიაში, ხუთეულში ადგილის სანაცვლოდ, 2 მილიონ ლარს სთხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან