კახა ურიადმყოფელი: თუ ეს არ არის ჩელიაბინსკში გაღვიძება, მაშინ სად გავიღვიძეთ, თქვენ მითხარით…

“იღვიძებ დილით და მხოლოდ გუშინდელ ამბებს ავლებ თვალს:
– დაანონსდა, რომ შემოდგომამდე ყველა ოპოზიციური პარტია კანონით აიკრძალება.
– შემოგვაპარეს, რომ visa და mastercard ბარათები ცუდია და ის “რაღაც სხვით” უნდა ჩანაცვლდეს.
– პარლამენტში მთელი დღე რუსეთთან ომის გამო საქართველოს ასამართლებდნენ (პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, როდესაც ოკუპირებული ქვეყანა საკუთარ თავს ასამართლებს).
– კედელზე დახატული ეროვნული გმირის ანწუხელიძის ფოტო და სახელი პულივიზატორებით გადაშალეს. ბიჭები მივიდნენ და წაბილწულის აღდგენა სცადეს. დააკავეს ბიჭები და არა ვანდალიზმის ჩამდენები.
თუ ეს არ არის ჩელიაბინსკში გაღვიძება, მაშინ სად გავიღვიძეთ, თქვენ მითხარით…”, – სოციალურ ქსელში წერს სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები