“თუ ასეთი წარმატებული და მისაბაძი ქვეყანაა “სუვერენული” თურქმენეთი –
რატომ არ მიდიან ქართველები იქ დასასვენებლად, სასწავლებლად, საცხოვრებლად ან სამუშაოდ?
რატომ გარბის ყველა მანდამაინც ამ დაქცეულ ამერიკასა და ევროპაში, როცა თურქმენეთი ყურისძირშია?
ბოლოს რომელი პროდუქტი ნახეთ წარწერით “დამზადებულია თურქმენეთში”?
შეგიძლიათ გაიხსენოთ წარმატებული თანამედროვე თურქმენი ხელოვანები, სპორტსმენები, ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები?…
ან საერთოდ, ბოლოს როდის გაიგეთ რაიმე დადებითი ან სასიკეთო თურქმენეთის შესახებ?
სამწუხაროა, რომ ამ სიმარტივეზე გვიწევს საუბარი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ – რადგანაც რეჟიმმა უკვე აამოქმედა პროპაგანდა – თითქოს თურქმენეთი ყოფილა “სუვერენული მშვიდობის” წარმატებული მაგალითი…
თუ გონს არ მოეგები დროულად, 30 წლის შემდეგ აქაც ჩამოვლენ სხვა ქვეყნის დიქტატორები და ივანიშვილების სამეფო ოჯახთან ერთად მოოქროვილ დარბაზებში იზეიმებენ საქართველოს “სუვერენიტეტს”. შენ კი იჯდები ჩეჩმაში – ღირსებააყრილი, გაღატაკებული და სრულიად უუფლებო…” – წერს სამართლის დოქტორი კახა ურიადმყოფელი.




