კახა ურიადმყოფელი: ზუგდიდში მარიამ სიჭინავა ფეიერვერკის გაშვების გამო დაიჭირეს. ამის პარალელურად კი ვუყურებთ გურიაში მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე …

“ზუგდიდში მარიამ სიჭინავა ფეიერვერკის გაშვების გამო დაიჭირეს. ამის პარალელურად კი ვუყურებთ გურიაში მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე როგორ ისვრის იარაღს.
მზია ამაღლობელი პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს. ამ დროს კი ვხედავთ პარლამენტის წევრები როგორ სცემენ მოქალაქეს და შემდეგ განმარტავენ – რომ როცა გაბრაზებენ თურმე, ძალადობა ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა.
აი ეს არის ავტორიტარული სახელმწიფოს ყოველდღიურობა. და ეს ყველაფერი მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც წინ გველის თუ გავჩერდებით.
შეუძლებელია თავმოყვარე ადამიანმა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება დაუშვას. შეუძლებელია უსამართლობა იქცეს ნორმად. ისტორიულ გზას გავდივართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ” – წერს სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!