კახა ოქრიაშვილი – 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურმე, 2012 წლიდან „ბეწვის ხიდზე უწევთ სიარული“. მარტო დადიან ამ ბეწვის ხიდზე თუ ეს ქვეყანაც დაჰყავთ, ამ განცხადებიდან გაურკვეველია. ან 2012 წლიდან რატომ დადიან, როცა ამ ქვეყანას 3 000-წლიანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილება და ისტორია აქვს, მაგრამ ივანიშვილისთვის წელთაღრიცხვა 2012 წლიდან იწყება.
დიახ, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ იყო ბეწვის ხიდზეც, ძლიერიც, დაცემულიც, მაგრამ არასდროს დანებებული და დამონებული. ახლა კი სახეზეა ჩვენი ხალხის დამონების მცდელობა და ამის მაგალითს ყოველდღიურად გვიჩვენებს „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი, როცა ს „უკანა ეზოში“ მიძვრება და აქტიურად უხდის ბოდიშებს ჩვენს მტერს.
ჰოდა, 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მშვიდად, ღირსებით, ყოველგვარი ომის გარეშე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა მყარ ნიადაგზე, ევროპისკენ, რადგან სწორედ ევროპაა მშვიდობაც, კეთილდღეობაც და მყარი ნიადაგიც ჩვენს ფეხქვეშ!“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის