კახა ოქრიაშვილი – ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო !

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ახლოვდება დე-ფაქტო, არალეგიტიმური „საპრეზიდენტო “ და მინდა, მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით.
საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის დანიშნული, დასმული და არა არჩეული ხალხის მიერ. ყველა ვხედავთ, რომ ბატონი ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები.
არ მსურს, ყაველაშვილს პიროვნულად შევეხო. შესაძლოა, ბევრ ადამიანს უყვარს და პატივს სცემს მას, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, მაგრამ შე კაი ადამიანო, როცა ფეხბურთს თამაშობდი, შტანგისტი რომ შემოეყვანათ გუნდში, საქმეს წაადგებოდა? მოიგებდი იმ მატჩს, შემატებდა ის შტანგისტი რამეს გუნდს? ჰოდა, რომ შემოგთავაზეს პრეზიდენტობა, რატომ დათანხმდი? არ მინდა გეწყინოს, მაგრამ ბატონ ივანიშვილს უარი რატომ არ უთხარი?! მე რომ შემომთავაზონ ფეხბურთელი ან კალათბურთელი იყავიო, უარს ვეტყვი და შენ იგივე რატომ არ გაკეთე?
მეშინია, 14 დეკემბრის და ამ დღეს მოსალოდნელი ესკალაციის. 14 რიცხვში მეც ვიქნები საპროტესტო აქციაზე, სადაც ვითარება რომ დაიძაბოს, პასუხისმგებელი შენც იქნები!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ