კახა ოქრიაშვილი – თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას!

პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გვიახლოვდება ახალი წელი და ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების მთელი სტრატეგია საცივს უკავშირდება – იმედი აქვთ, საახალწლოდ ხალხი საცივში ჩაყოფს თავს და ჩვენც გადავრჩებითო. მე კი მსურს, რომ ყველა ქართველი და ჩვენი საყვარელი საქართველო გადარჩეს. სამწუხაროდ, ასე არამარტო ფიქრობენ, არამედ ამას ოფიციალურად აცხადებენ კიდეც, რაც ძალიან სახალისოა.
დიდი სიამოვნებით ვიქნები ახალი, მართალი საქართველოს მეკვლე რუსთაველზე. თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას!
მსურს, 2025 წელს გაიმართოს ახალი, სამართლიანი არჩევნები. შედეგად, დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანა დამშვიდდეს და ჩამოვყალიბდეთ სამართლიან საზოგადოებად, სადაც ადამიანი არ იჩაგრება და აქვს ღირსეული ანაზღაურება!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე – არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა – ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია – დამნაშავე ვარ

ლაშა ფარულავა – „ოცნების“ რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია – საქართველოს რეპუტაციის შებღალვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ნათია თურნავას