კახა მიქაია დააკავეს – “ოჯახით ვიბრძვით ბიძინა რუსის წინააღმდეგ”

“კოკო არის ძალიან აქტიური, კოკო გააგრძელებს ბრძოლას, ჩვენ უკვე ოჯახით ვიბრძვით რუსული დიქტატურის წინააღმდეგ, ბიძინა რუსის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა გაგრძელდება. ამით ბიძინა ვერც მე შემაშინებს, ვერც პირველ რიგში კოკოს, ვერც ჩემ შვილებს და ვერც ქართულ საზოგადოებას. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ საქართველო არ დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება რუსული რეჟიმისგან. მე დარწმუნებული ვარ ამაში. ქართული საზოგადოება საკუთარ თავს არ მისცემს იმის უფლებას, რომ დაემონოს და დაემორჩილოს კრემლს და მის დამესნიკს, ბიძინა ივანიშვილს,”