ცნობილი მსახიობი კახა კინწურაშვილი “ქართული ოცნების” რუსული კანონის მიღების მცდელობას ეხმიანება და წერს, რომ მმართველმა პარტიამ ერთი წლის წინ გაცემული პირობა საზოგადოებას “თავზე გადაახია”.
ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! თავი რომ დავანებოთ საფრთხეებს რაც ამ კანონის მიღების მერე შეექმნება ხალხს და ქვეყანას?! ეს, თავის დაბრმავების და უნამუსობის ახალი საფეხურია!”, – წერს კახა კინწურაშვილი.
აღსანიშნავიამ, რომ კინწურაშვილმა სამთავრობო მედია შარშან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე დატოვა, მიზეზად კი არხის საინფორმაციო პოლიტიკა დაასახელა.
“ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი”, – ამბობდა ერთი წლის წინ მსახიობი.