კახა კახიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელ დირექტორს, ნინო რუხაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე კომიტეტსა და ასოციაციას შორის არსებულ ურთიერთობებსა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობის როლის გაძლიერებას.
შეხვედრას ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..