კახა კალაძის განცხადებით, არ იცოდა, თუ „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჰქონდა, ამ სტატუსის გაუქმება კი მისთვის „საინტერესო არ არის“

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მან არ იცოდა, თუ „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჰქონდა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ სტატუსის ჩამორთმევა მისთვის „საინტერესო არ არის“.
„გულწრფელად მინდა ვთქვა, საერთოდ არ ვიცოდი აღნიშნული სტატუსის შესახებ, თუ მისი მფლობელი ვიყავი, ნამდვილად არ ვიცოდი, არ არის ეს საინტერესო“, – განაცხადა კალაძემ, რითაც უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ მისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ კითხვას უპასუხა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, კალაძემ მედიასთან ასევე ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის სთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე მიაღწიონ წარმატებას, „ქართულ ოცნებას“ კი ექნება დიდი მხარდაჭერა.
„თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ დაწყებული გვაქვს მზადება. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ექნება დიდი მხარდაჭერა. ოპოზიციის გეგმებზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ. თუმცა მათ არანაირი შანსი არ აქვთ თვითმმართველობის არჩევნებზე მიაღწიონ წარმატებას. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ძირითადად დავალებებს გარედან იღებენ, ემსახურებიან უცხოურ ძალებს, ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ასეთ მოღალატეობრივ, უსამშობლო დაჯგუფებას საზოგადოება ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა