კახა კალაძის განცხადებით, ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია.
როგორც თბილისის მერმა მ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეები ძალიან მალე ახალ ბინებში დაბრუნდებიან.
„სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეები ძალიან მალე საკუთარ სახლს, ოღონდ სრულებით ახალს და მოწესრიგებულს დაუბრუნდებიან. საუბარია 36 ოჯახზე. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გარემონტებული ბინები გადაეცემა 21 მოსახლეს, ხოლო დანარჩენი 15 მოსახლე გარემონტებული ბინით მომდევნო ერთ თვის განმავლობაში დაკმაყოფილდება. ამ მისამართზე იდგა ავარიული, 4-სართულიანი შენობა, განვახორციელეთ მისი დემონტაჟი და მის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი სახლი აშენდა“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, პროგრამა გრძელდება და მუნიციპალიტეტი მოსახლეობას გვერდით მაქსიმალურად დაუდგება.
„როგორც იცით, მანამდე გამაგრების სამუშაოებს ვახორციელებდით ისეთი შენობა-ნაგებობების, რომელიც საცხოვრებლად საშიში იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ პრობლემა ჩნდებოდა. 2021 წლის არჩევნებზე ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ წარმოვადგენდით პროგრამას, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, ეტაპობრივად ჩაგვენაცვლებინა ავარიული შენობა-ნაგებობები ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით. ამ პროგრამამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. უკვე გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები. პროექტები სხვადასხვა ეტაპზეა – ზოგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსახლეობასთან, ზოგან გაცემულია ნებართვები და სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება, ზოგიერთი პროექტი კი, ნებართვის მიღების ეტაპზეა. ყველას გვერდით დავუდგებით. გვინდა, რომ თბილისის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ავარიული შენობა-ნაგებობა ჩავანაცვლოთ, ბიზნესის ხელშეწყობით და იქ მცხოვრებლებს მივცეთ საშუალება, იცხოვრონ ახალაშენებულ, გარემონტებულ, მოწესრიგებულ სახლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება