ჯამში 360 ათასია გადახდილი და არის კონკრეტული კონგრესმენი, პატივცემული უილსონი, რომელსაც 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ და ტყუილი ინფორმაცია ჩაწეროს აღნიშნულ აქტში [„MEGOBARI აქტი“], – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „MEGOBARI აქტი“ სრულად სიცრუით, ცილისწამებით და ტყუილით არის გაჯერებული.
„არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული აღნიშნულ აქტთან [„MEGOBARI აქტი“] დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ ეს აქტი სრულად გაჯერებულია, სიცრუით, ცილისწამებით და ტყუილით. გამოაშკარავდა, რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აღნიშნულ აქტში. ჯამში 360 ათასია გადახდილი და არის კონკრეტული კონგრესმენი, პატივცემული უილსონი, რომელსაც 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ და ტყუილი ინფორმაცია ჩაწეროს აღნიშნულ აქტში. ეს არის მოცემულობა და რეალობა, რაც ცნობილი გახდა, FARA-ს კანონიდან გახდა ცნობილი. ეს არის იგივე კანონი, რომელიც მივიღეთ და ასე ებრძვიან. ყველა ხვდება, თუ რატომ და რისთვის. ზოგადად, არ იქნებოდა ამ კანონის მიღების აუცილებლობა, რომ არა ის შემოტევები და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვიხილეთ. თუმცა არავის არაფერი გამოუვა და ჩვენ ხალხთან ერთად ქვეყნისა და ხალხის ინტერესს დავიცავთ“, – განაცხადა კალაძემ.
