კახა კალაძე – „MEGOBAR აქტს“ არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან, ეს არის მტრული აქტი, რომელიც გაჯერებულია ტყუილით

„MEGOBAR აქტს“ არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან, ეს არის მტრული აქტი, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, „ასეთი ტიპის აქტების მიღება თანხების გადახდით და ლობირებით იწერება, რაც ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციაა“.
„ამ აქტს მეგობრობის სულისკვეთება არ აქვს და არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან. ეს არის მტრული აქტი, რომელიც გაჯერებულია ტყუილით. გაირკვა, თუ როგორ ხდება ამ ტიპის აქტების მიღება – ხდება თანხების გადახდა, ლობირება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფცია, როდესაც შენ იხდი ფულს და ადამიანებს ასაუბრებ და აწერინებ იმას, რასაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული აქტი ვერ მივა ბოლომდე იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, -თან გვაქვს სურვილი, რომ სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობა გაღრმავდეს და ჩვენი ურთიერთობები დაფუძნებული იყოს სამართლიანობაზე, სიმართლეზე და ურთიერთპატივისცემაზე“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით