Ipsos-ის კვლევაზე – სამწუხარო რეალობამდე არის მისული ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან მძიმეა და პირველ რიგში, დამაზიანებელია ევროკავშირისთვის

კახა კალაძე Ipsos-ის კვლევაზე – სამწუხარო რეალობამდე არის მისული ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან მძიმეა და პირველ რიგში, დამაზიანებელია ევროკავშირისთვის
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, , გამოეხმაურა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, დასავლელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარი დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა.
კალაძის შეფასებით, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი.
„სამწუხარო რეალობამდე არის მისული ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან მძიმეა. დამაზიანებელია პირველ რიგში, მათთვის, ევროკავშირისთვის. ეს მიანიშნებს იმ რეალობაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამდენი ხნის განმავლობაში. ყოველთვის ორმაგი სტანდარტი, ყოველთვის სიცრუე, ყოველთვის ტყუილით გაჯერებული სიახლეები, ეს არის რეალობა სამწუხაროდ“- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა