კახა კალაძე – 84.6%, გიორგი შარაშიძე – 15,4% – “გორბი”

იმედის ცნობით, GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად თბილისის მერობის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.
კომპანია ამტკიცებს, რომ როცა ე.წ. საველე სამუშაო ჩატარდა, არ იყო ცნობილი ოპოზიციური კანდიდატების შესახებ. კანდიდატებად აქტიურად სახელდებოდნენ და გიორგი შარაშიძე, შესაბამისად, ერთსა და მეორე შემთხვევაში გამოკითხვის შედეგები ასეთია:
კალაძესა და ელისაშვილს შორის შესაძლო კონკურენციის შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იქნებოდა:
კახა კალაძეს გამოკითხულთა 77.6 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ალეკო ელისაშვილს კი 22,4 პროცენტი.
მეორე შემთხვევაში კალაძესა და შარაშიძეს შორის პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იქნებოდა:
კახა კალაძეს 84.6 პროცენტი, ხოლო გიორგი შარაშიძეს 15,4 პროცენტი.
იმედი ამტკიცებს, რომ კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.