კახა კალაძე – 5%-იან ბარიერს, ვფიქრობ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ალბათ, ორი პარტია გადალახავს და შეძლებს პარლამენტში შესვლას

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას და პარლამენტში შესვლას მხოლოდ ორი პარტია შეძლებს.
კალაძე კონკრეტულ პარტიებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ორი პარტიის გარდა ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არცერთ აქვს.
„5%-იან ბარიერს, ვფიქრობ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ალბათ ორი პარტია გადალახავს და შეძლებს პარლამენტში შესვლას. დღევანდელი კვლევებითა და საზოგადოების განწყობით ის იკვეთება, რომ ორ პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, სხვას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება