– 13 წლის თავზე ძალიან ბევრია საამაყო – დანის პირზე მოგვიწია სიარული, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა

13 წლის თავზე ძალიან ბევრია საამაყო – საამაყოა ის, რომ გვაქვს მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ებრძვის მტერი, რომელიც ანგარიშგასაწევია, მხედველობაში მაქვს გლობალური ომის პარტია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს დანის პირზე მოუწია სიარული.
„ამას ებრძვის არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება, არამედ -ის პრეზიდენტიც და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ნახეთ, რა პროცესები გამოიარა საქართველომ, თუნდაც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე.
დანის პირზე მოგვიწია სიარული – უამრავი გამოწვევა და პრობლემა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკა ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ არ გსიამოვნებთ ამაზე საუბარი, ეს არის მოცემულობა – ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობას იღებს მოსახლეობა. ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენი პოლიტიკით გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისე როგორც არასდროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა… ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია”