კახა კალაძე ჰერჩინსკისადმი პაპუაშვილის წერილზე – ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები ძალიან უხერხულია, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაზე

სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა – ექსტრემისტული დაჯგუფებები და რადიკალები, რა თქმა უნდა, წახალისებული არიან გარედან და თანხები, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, მიმართული იყო სახელმწიფო გადატრიალებისკენ! – ასე უპასუხა თბილისის მერმა მ პარლამენტის თავმჯდომარე ს წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლითაც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩს ს მიმართა.
კალაძის თქმით, ხდება მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, რადიკალიზმის გაღვივება და საზოგადოების პოლარიზაცია, „რასაც უცხოეთიდან აფინანსებენ“.
კალაძის განცხადებით, ამას შესაბამისი რეაგირება ყოველთვის უნდა მოჰყვეს.
„არსებული ხელისუფლების დამხობა… საკუთარი განცხადებებით პირდაპირ ერეოდნენ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პრობლემა.
ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს – ხედავს, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და დგას იქ, სადაც ქვეყანასა და სამშობლოს სჭირდება.
ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები და პოლიტიკური განცხადებები ძალიან უხერხულია, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაზე.
მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა! – ყველა თანხა, რომელიც უცხოეთიდან შემოდის უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს, ვისგან ფინანსდებიან და ეს დაფინანსება, რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შალვა პაპუაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომლის ადრესატი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკია. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, წერილში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება „იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება“.