კახა კალაძე – ხედავთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია რამდენი ხანი გრძელდება – ჯერ ადამიანები ვერ ვნახეთ, ვინც პროექტს გააკეთებდა, შემდეგ, კომპანიები ერიდებიან იმ მიზეზით, რაც მოხდა, ჭერის ჩამონგრევა მაქვს მხედველობაში

ხედავთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია რამდენი ხანი გრძელდება. ჯერ ადამიანები ვერ ვნახეთ, ვინც პროექტს გააკეთებდა. შემდეგ, კომპანიები ყველა ერიდება იმ მიზეზით, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, ჭერის ჩამონგრევა მაქვს მხედველობაში,- ამის შესახებ თბილისის მერმა, მ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს და 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.
მისივე განცხადებით, „ამხელა რისკის აღება არავის არ სურს“.
„დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება, მოდერნიზება, ასევე მეტროსადგურების განახლება, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ძალიან მალე პროექტების წარმოდგენას შევძლებთ, ტენდერის გამოცხადებას, საერთაშორისო ტენდერები მაქვს მხედველობაში, სადაც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ უცხოურმა სამშენებლო კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ, რომ ამ მიმართულებითაც გამოწვევები არსებობს. ხედავთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია რამდენი ხანი გრძელდება. ჯერ ადამიანები ვერ ვნახეთ, ვინც პროექტს გააკეთებდა. შემდეგ, კომპანიები ყველა ერიდება იმ მიზეზით, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, ჭერის ჩამონგრევა მაქვს მხედველობაში. თავს იკავებს, არავის უნდა ამხელა რისკის აღება. არც გამოცდილება აქვს, სიმართლე რომ ვთქვათ. ამიტომ, ძალიან ჭირს კომპანიების მოძებნა ქვეყანაში, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებს და საერთაშორისო ტენდერები დაგვეხმარება იმაში, რომ საერთაშორისო კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.