– ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და მეც სწორედ ამას გისურვებთ – გამარჯვებას და განვითარებას

თბილისის მერი, ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
როგორც თბილისის მერი სოციალურ ქსელში წერს, ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და ისრაელს გამარჯვებას და განვითარებას უსურვებს.
„დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო.
მინდა, ეს დღესასწაული მივულოცო, არა მხოლოდ ქართველ ებრაელებს, არამედ ისრაელის ყველა მოქალაქეს.
ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და მეც სწორედ ამას გისურვებთ – გამარჯვებას და განვითარებას!
მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს!“, – წერს კალაძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა