კახა კალაძე – ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საახალწლო სოფელი მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელი 14 იანვრამდე გააგრძელებს მუშაობას.
ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.
კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი „უამრავი წერილი” გახდა, რომელიც საახალწლო სოფლის გახანგრძლივებას შეეხებოდა.
„ჩვენ განცხადება გვქონდა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საშობაო სოფელი 7 იანვარს დაიხურებოდა, თუმცა ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საახალწლო სოფელი მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს. იცით, რომ 2017 წლიდან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეს ტრადიცია, შევქმენით ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება საახალწლო სოფლის სახით და ყოველწლიურად, ის უფრო მასშტაბური და დიდი ხდება. წელსაც განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი საახალწლო სოფელი, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ისე რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები, ტურისტები. მართლაც სასიამოვნო გარემოა. გვაქვს ძალიან დიდი ყინულის მოედანი, რომლის მასშტაბის მოედანიც არასდროს ყოფილა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერი ვიდეომიმართვაში ეხმიანება ინფორმაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებითაც.
„ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 00:00 საათზე ამთავრებდა. ეს იყო არასწორი ინფორმაცია. როგორც ყოველთვის, თუ პანდემიას არ ჩავთვლით, ახალი წლის ღამეს 03:00 საათამდე, მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები. იგივე იქნება ახლაც, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში“, – აღნიშნავს კალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი მაქვს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა – მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე

ირაკლი კობახიძე – ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს კარგად გამოგვდის