– ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა.
ცენტრი უკვე მზადაა მოემსახუროს დედაქალაქს, 24-საათის განმავლობაში. აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგცემს უფრო მეტი ცხოველი გადავიყვანოთ თავშესაფარში სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, რაც, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდია ქუჩის ბინადარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად.
პროექტის ფარგლებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია – კასტრაციის მიზნით მოხდება, რაც დაავადებების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას