კახა კალაძე – ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, ბინძური ძალა საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მფარველები ჰყავს უცხოეთში, ეს ძალა ყველაფრის მკადრებელია – ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს

ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველაფერი, ყველაფერი გააკეთონ – ბინძური ძალა საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მფარველები ჰყავს უცხოეთში, ეს არის ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
როგორც მან განმარტა, არჩევნებზე მოსახლეობა ყველას საკადრის პასუხს გასცემს, მათ შორის რადიკალებს.
„ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველაფერი, ყველაფერი გააკეთონ. არამარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ნახეთ პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, სასიკვდილოდ გაიმეტეს, გადარჩა, შეიძლება ათასში ერთი ადამიანი გადარჩეს. რა თქმა უნდა, ბინძური ძალა საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მფარველები ჰყავს უცხოეთში, ეს არის ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. ეს არ არის უბრალო სიტყვები, და მოგონილი. გავიხსენოთ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ რას ბედავდნენ, რას ჩადიოდნენ, რას აკადრებდნენ მოსახლეობას. შესაბამისად, დღეს, საზოგადოებამ კარგად იცის რას წარმოადგენს აღნიშნული რადიკალები, ვინ არიან, საიდან იმართებიან. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე მოსახლეობა ყველას საკადრის პასუხს გასცემს, მათ შორის რადიკალებს”,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს ში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს. “ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე ტექნიკურ მთავრობაზე – სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით – მე პირადად მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული – უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს!

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს – კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას და მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას

განათლების სამინისტრო – სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიმართლეს არ შეესაბამება