კახა კალაძე – ჩემთვის წმინდა გიორგის ორდენზე წარდგენა არის დაფასება იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, რაც როგორც ფეხბურთელმა გავიარე

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს, ს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
მ აღნიშნულ ორდენზე წარდგენა მიულოცა კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასა და ფეხბურთელ საც.
„პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ამ უდიდეს გამარჯვებას. აქვე მინდა მას და ზაზა ფაჩულიას მივულოცო წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ჩემთვისაც დიდი პატივია აღნიშნული ჯილდოს მიღება, რადგან ეს არის ჯილდო იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, 90-იანი წლების პატარა ბიჭის მიერ ჩაფიქრებული ოცნების ასრულების. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა, როგორც ფეხბურთელს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მეთამაშა და წარმატებული კარიერა მქონოდა.
მინდა პრემიერ-მინისტრს ამ დაფასებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, გამოვხატო მადლიერება მის მიმართ. სხვათა შორის, ირაკლი ქართული ფეხბურთის ძალიან მაგარი გულშემატკივარია და კარგად ერკვევა ამ სფეროში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ორდენზე წარდგენის გადაწყვეტილებას, კახა კალაძის თქმით, კვარაცხელია არის თანამედროვე საქართველოს საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა ბიჭმა ამხელა წარმატებას მიაღწიოს.
„ხვიჩა კვარაცხელიას მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებას უკავშირდება. მან გაახარა სრულიად საქართველო. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ძალიან რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოციები, რაც „ჩემპიონთა ლიგის“ მოგებას უკავშირდება. გულწრფელად ვულოცავ ხვიჩას და ვუსურვებ მას კიდევ უფრო მეტ გამარჯვებებს, მას ამის რეალური შანსი აქვს, რომ კიდევ მოიგოს ლიგები.
აქვე ვიტყვი იმას, რომ ეს მომავალი თაობისთვის არის დამატებითი სტიმული. ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, უბრალოდ შრომასა და მუშაობაში ცოტას მოვიკოჭლებთ. ეს არის ძალიან რთული გზა, რომელსაც სჭირდება თავდაუზოგავი შრომა. ამ გზაზე ბევრი ბარიერი შეგხვდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თავი არ უნდა დახარო, უნდა გადალახო ბარიერები და დარწმუნებული ვარ, ღმერთი ამ შენს შრომას აუცილებლად დაგიფასებს. ხვიჩა კვარაცხელია არის თანამედროვე საქართველოს საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა პატარა ბიჭმა ამხელა წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.