კახა კალაძე – შეიძლება, ვცდებით რაღაცაში და არასწორ კანონს ვიღებთ, თუ მეგობარი ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი, აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი – პასუხი იყო: „იმიტომ“, უბრალოდ, წარმოუდგენელია

როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარედან ვერაფერი ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ბევრჯერ განცხადება გავაკეთეთ, შეიძლება, ჩვენ ვცდებით რაღაცაში და არასწორ კანონს ვიღებთ, შენ თუ მეგობარი ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი, შემოხვიდე შინაარსობრივ მსჯელობაში და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს სიცრუის კამპანია, რომ „აღნიშნული ქართული კანონი არის თითქოს რუსული“.
„გაუგებარია კრიტიკა, რომელიც მოდის და კრიტიკას, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ ახლავს. ჩვენი არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ მზად ვართ, შევიდეთ შინაარსობრივ განხილვაში, თუნდაც საჯაროდ პოლემიკა გავმართოთ, რათა საზოგადოებისთვის ყველა დეტალი და ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს. ასევე, პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე განცხადება გააკეთა და ელჩებს მოუწოდა, თუ სურვილი ექნებოდათ მათი ჩართულობაც ყოფილიყო. თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი, არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა ცუდი იყოს. გაუგებარია ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია რაში იხარჯება დონორი ორგანიზაციებისგან შემოსული თანხები, რომელსაც სხვადასხვა პროექტების სახით არასამთავრო ორგანიზაციები ახორციელებენ. ეს ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებისთვის უნდა იყოს, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი.
როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან ვერაფერი ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ბევრჯერ განცხადება გავაკეთეთ, შეიძლება ჩვენ ვცდებით რაღაცაში და არასწორ კანონს ვიღებთ, შენ თუ მეგობარი ხარ, ხომ უნდა გვითხრა კონკრეტული არგუმენტი, შემოხვიდე შინაარსობრივ მსჯელობაში და აგვიხსნა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ან რომელი მუხლი მოდის წინააღმდეგობაში – ადამიანის უფლებებთან, ან რომელი მუხლი ეწინააღმდეგება იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ კანონის მიღების შემდეგ ვერ შეძლებენ თავისი მოვალეობის შესრულებას. უბრალოდ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არის მარტივი სიცრუის კამპანია ჩართული, რომ აღნიშნული ქართული კანონი არის თითქოს რუსული, არამედ ამაზეც ვერავინ ვერ სცემს პასუხს, რატომ არის რუსული. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც აქვთ და რაც გუშინ მოვისმინეთ პასუხი იყო – იმიტომ. უბრალოდ წარმოუდგენელია, ასეთ რეალობაში მუშაობა გვიწევს“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას