– შეიძლება ვინმეს არ მოვწონდე ან ვიღაცას სხვა არ მოსწონდეს, მაგრამ ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ვაგინოთ, ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ევროპასთან კავშირში არ არის, ეს არის სიბნელე

ყოველდღე იკრიბებიან, ერთმანეთს ხვდებიან, ესაუბრებიან, ერთმანეთს აგინებენ და ალბათ, ხვალაც შეიკრიბებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ოპოზიციის მიერ 13 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ჩხუბი, გინება და ბანერების დაზიანება ევროპასთან და დემოკრატიასთან კავშირში არ არის.
„ყველას, გინდ იქ მდგომს, გინდ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს, მინდა ვუსურვო ის, რომ რეალობას შეხედონ. შეიძლება არ მოვწონდე, შეიძლება ვიღაცას სხვა არ მოსწონდეს, სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ მივიდეთ და ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ან ვაგინოთ, ან ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ეს დემოკრატიასთან და ევროპასთან არანაირ კავშირში არ არის, ეს არის სიბნელე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა