– შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ გვემეტება ციხისთვის, ვაფრთხილებდით, არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, თუმცა ეს გააკეთეს – სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება

შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ არ გვემეტება ციხისთვის და ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. თუმცა ეს გააკეთეს – შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
კალაძემ 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა როგორც უმძიმესი ფაქტი და აღნიშნა, რომ ეს პროცესები მარტივად არ ჩაივლის.
„უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა, მთელი თვეების განმავლობაში კამპანია მიდიოდა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით და ამის სისრულეში მოყვანა სცადეს კონკრეტულმა პირებმა და დაჯგუფებებმა. ეს ასე მარტივად არ ჩაივლის. ჩვენ ვაფრთხილებდით ადამიანებს, ჩვენს თანამოქალაქეებს. შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ არ გვემეტება ციხისთვის და ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. თუმცა ეს გააკეთეს. ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენს გადაწყვეტილებებში ყველა თავისუფალი ვართ და ეს არის მათი არჩევანი. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის 36 პირია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?