კახა კალაძე – ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი – ევროინტეგრაციის გზაზე მითხარით ერთი თემა, რაშიც რამე არასწორად გავაკეთეთ

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის – ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ ვაშინგტონში ნატო-ს 75-ე სამიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის თქმით, არ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა. მისი თქმით, მიზანმიმართულად ხდება სიცრუის პროპაგანდა.
„ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვატარებთ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მითხარით ერთი თემა, რაშიც რამე არასწორად გავაკეთეთ. 2012 წლიდან ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ასოცირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, შესაბამისად, არ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის პროპაგანდა.
დღეს, ჩვენ ქვეყანას ისე, როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი