: ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება

გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს, გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო დიდი გამარჯვებების მომტანი, – ამ საახალწლო მილოცვით დაასრულა თბილისის მერმა მ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე საუბარი.
კახა კალაძემ ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს, თბილისელებს და მათ მშვიდობა და ქვეყნის განვითარება უსურვა.
ამასთანავე, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოებისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, დამდეგი ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს. გისურვებთ, პირველ რიგში, მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი ამ წლის განმავლობაში პატიოსნად, პროფესიონალურად, ღირსეულად ემსახურა თბილისელებს, ჩვენს ქალაქს.
მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც გვეხმარებიან, რომ გავაშუქოთ ის პროექტები, სიკეთეები, რაც ჩვენი ქალაქისთვის კეთდება, ასევე, ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც დედაქალაქში არსებობს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება. ჩვენი ქვეყანა განვითარდება, წინ წავა, იქნება მშვიდობა, გვექნება ეკონომიკური კეთილდღეობა და, რა თქმა უნდა, ეს კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას