ღარიბაშვილზე: „ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს”

კახა კალაძემ პირველი კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, სთვის წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით.
კალაძის თქმით, მან ბრიფინგიდან შეიტყო იმ დანაშაულებზე, რომლებსაც, გამოძიების თანახმად, ღარიბაშვილი წლების განმავლობაში სჩადიოდა.
„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, დანარჩენისთვის გამოძიებას დაველოდოთ. დღეს თქვენ იცით, რომ პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობა დატოვებული აქვს, ამასთან დაკავშირებით განცხადება მან პირადად გააკეთა პარტიის ოფისში რამდენიმე თვის წინ. აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროა, დასანანია, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას”, – განაცხადა მ.
მისი თქმით, აქამდე ღარიბაშვილთან კითხვები არ ჰქონია, რადგან ავტომობილები, რომელთა ფლობასაც გამოძიება ედავება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, “ეს იყო სახელმწიფო საკუთრება.”
“რაც შეეხება [მისი შვილის ჩარტერით -ში] გადაფრენას, ამასთან დაკავშირებით მან განმარტებები გააკეთა და დღეს აღნიშნული საინტერესო არ არის. დაველოდოთ პასუხებს, დაველოდოთ გამოძიება როგორ წარიმართება, როგორ დასრულდება და მერე გააკეთეთ დასკვნები, წინასწარ არ არის სწორი და არ არის ლამაზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 ათას 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა. ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210 ათას ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც გააჩნდა უძრავი ქონება. პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებული იქნა, ჯამში, 3 მლნ 670 ათას 172 ლარი. ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი, მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 მლნ 500 ათასი დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ს სახლის ჩხრეკისას.